ფიზიკა მათემატიკა
Archive for the ‘მეცნიერება’ Category
IPHO 2010. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა
25.07.10 ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IPHO 2010, ხორვატიის ქ. ზაგრებში 17–25 ივლისს გაემგზავრენ: 1. კანკაძე ლევან, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”, 2. ღოღობერიძე თეიმურაზ, თბილისის 42–ე საჯარო სკოლა, 3. ფერაძე გრიგოლ, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”, 4. გელენავა მიშიკო, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”, 5. ქართველიშვილი გურამ, თბილისის 42–ე საჯარო სკოლა. ხელმძღვანელები: ნიკოლოზ ჩხაიძე [...]
IMO 2010. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა
20.07.10. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საქართველოს ნაკრები გუნდი მედლებით დაბრუნდა ორი ვერცხლის, ორი ბრინჯაოს მედალი და ორი საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010, რომელიც ყაზახეთში ქ. ასტანაში 2–14 ივლისს გაიმართა.
ბლუმის ტაქსონომია, აზროვნების დონეები
ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა. განათლებაში ბლუმის ტაქსონომია გულისხმობს სწავლის მეთოდისა და შეფასების კლასიკურ სტრუქტურას: ცოდნას, განწყობას, ჩვევებს. ეს მოდელი სასწავლო მიზნების, სწავლისა და სწავლების შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა. პედაგოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ბენჯამენ ბლუმის (1913—1999) მიხედვით განათლების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ – მაღალი დონის აზროვნების ფორმირების ჩამოყალიბება.
ქართველ ასტრობიოლოგთა ჯგუფი NASA-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
11.06.10. 4 ივნისს კოსმოსის კვლევის აშშ-ს სახელმწიფო ორგანიზაციიდან (NASA) ქართველ მეცნიერთა ჯგუფი დაბრუნდა, სადაც ისინი საერთაშორისო სამეცნიერო ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე იყვნენ მიწვეულნი.
VII კლასში მისაღები გამოცდა მათემატიკაში
2010 წლის 26 ივნისს თბილისის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკურ სკოლა-პანსიონში “კომაროვი” ჩატარდა მისაღები წერითი გამოცდა მათემატიკაში. გთავაზობთ ამ გამოცდის ბილეთს და პასუხებს
ორბიტული მოძრაობა. კეპლერის კანონები
ორბიტა არის მრუდი ფორმის გზა – პლანეტის, მთვარის ან სხვა ციური სხეულის, როგორებიცაა კომეტა, ასტეროდი და სხვ. 1609 წელს გერმანელმა ასტრონომმა იოჰან კეპლერმა აღმოაჩინა, რომ პლანეტების ორბიტებს წრიული კი არა, ელიფსური ფორმა აქვთ. ასტრონომია
სახალისო ფიზიკა
რამდენიმე კითხვა “სახალისო ფიზიკიდან”! მოიძიეთ პასუხები მათზე და გააცანით თქვენს მასწავლებელს
პასკალის სამკუთხედი. ცოტა რამ ალბათობის შესახებ
“სჯობს ცოტა რამ იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე მხოლოდ ერთი რამის შესახებ”. ბლეზ პასკალი ბლეზ პასკალი საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს. მამამისი, საფინანსო-სასამართლო პალატის თავმჯდომარე, დიდად განსწავლული ადამიანი იყო. ბლეზმა მეტად ნაადრევად, სამი წლისამ, დაკარგა დედა _ ანტუანეტა ბუგონი; მას შემდეგ მამა თავად ზრდიდა პატარა ბლეზს და კიდევ ორ ქალიშვილს _ უფროსს, ჟილბერს, [...]
სამყაროს ფარული განზომილებები
სენსაცია გამომცემლობა “ინტელექტმა” 2003 წელს გამოსცა გივი ნიკობაძის ბროშურა სამყაროს ფარული განზომილებები. ანოტაციაში ავტორი წერს: ახალგაზრდა ფიზიკოსის გია დავალისა და მისი ამერიკელი კოლეგების ნაშრომი XXI საუკუნის მეცნიერულ სენსაციად იქცა. რეზონანსი იმდენად დიდია, რომ დაინტერესებულია არა მარტო სპეციალისტები, არამედ ფართო საზოგადოებაც. მაინც რამდენ განზომილებიანია ჩვენი სამყარო? http://en.wikipedia.org/wiki/Large_extra_dimension მოკლედ განვიხილავთ ამ საკითხს აღნიშნული ბროშურის მიხედვით: უკანასკნელი რმდენიმე წლის [...]
.gif)


Posted in
analema.skola.dlf.ge
analemma.ge
compinfo.ge
education.ge
esida.ge
gnsf.ge
jkiknadze.blogspot.com
kvant.mirror1.mccme.ru
lemill.net
mes.gov.ge
navi.ge
PCMania.ge
sangu.ge
soft.dlf.ge
tpdc.ge
youtube.com/user/sosojemali
центр самовосстановления и развития