წყლის წვეთების პოტენციური ენერგიის გარდაქმნა ელექტროენერგიად დანადგარი, რომელიც, წყლის წვეთების პოტენციური ენერგიის გარდაქმნით ელექტრული მუხტის დაგროვების საშუალებას იძლევა და ქმნის დაახლოებით 15 000 – 20 000 ვოლტ პოტენციალთა სხვობას ცნობილია კელვინის მწვეთარას სახელწოდებით, მას კელვინის ჭექა-ქუხილსაც უწოდებენ.
Archive for the ‘ექსპერიმენტები’ Category
ფიზიკის მიკროლაბორატორია
ფიზიკის მიკროლაბორატორიის კომპონენტების სია: № აღწერა; სიგრძე, სმ; რაოდენობა 1. პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილი საცობებით, შეფერილი სითხითა და ჰაერის ბუშტით Ø 10 მმ (გარე) – „სერელის ხელსაწყო“ (თვითნაკეთი ხელსაწყო, დაცულია პატენტით: GE U 2004 1154 U – საქართველო; RU # 58764 U1- რუსეთი), 30-32, 1 2. პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილი, ცარიელი, Ø 10 მმ [...]
ფარადეის უმარტივესი ელექტროძრავა
ანოტაცია ფარადეის უმარტივესი ელექტროძრავა ანუ უნიპოლარული ძრავა ნომინაცია: ”სასწავლო თვალსაჩინოებისა და მოწყობილობის ეფექტური გამოყენება” ეროვნულ სასწავლო გეგმაში (საგნობრივი პროგრამა ბუნებისმეტყველებაში) მითითებულია: „მოზარდი შეისწავლის ბუნებაში არსებულ ძალთა მოქმედების შედეგებს, აღწერს მას თვისობრივად და რაოდენობრივად; ეცნობა ელექტრომაგნიტურ მოვლენებს და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში“. პროგრამის ამ ნაწილის შესასრულებლად საჭიროა გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი არის „მუდმივი დენის [...]
ვიდეო გაკვეთილები
მბრუნავი დისკოს ტაქომეტრის დაგრადუირება ლექციაში საუბარია მბრუნავი დისკოს ქანქარიანი ტაქომეტრის დაგრადუირებაზე
თვითნაკეთი მოდელები
საბაზო სკოლის საბუნებისმეტყველო და შრომის საგნების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის 1. მზის საათის მოდელი როგორ დავამზადოთ მზის საათის ერთ-ერთი მოდელი? სურ. 1 თქვენ მიერ დასამზადებელ მზის საათის მოდელს აქვს სურ. 1-ზე წარმოდეგენილი სახე. (აგრეთვე, ეს სურათი იხ. : http://www.sundials.co.uk/pix1/diptych.jpg). პირველ რიგში გაგაცნობთ ნახაზს, რომლის მიხედვითაც უნდა დაამზადოთ მზის საათის ეს მარტივი მოდელი. ამისათვის დააკვირდი სურ. 2-ს. [...]
ინტენფერენცია
ინტენფერენცია ვიდეორგოლში ანიმაციის გამოყენებით ნაჩვენებია მექანიკური და სინათლის ტალღების ინტენფერენციის მოვლენა
დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება
ხელსაწყოები და მასალები: 1. პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილი, ცარიელი Ø 10 მმ (გარე) 2. ერთჯერადი სამედიცინო შპრიცი 20 მლ 3. პლასტმასის ნასვრეტებიანი სფერო (პინგ-პონგის ბურთი) შპრიცზე დასამაგრებლით 4. პლასტიკატის სადგამი ღარითა და ქაღალდის ზოლის დასამაგრებელი თაროთი ან პლასტმასის სამასშტაბო სახაზავი 5. კლიპსი (დამჭერი) 40 მმ 6. კლიპსი (დამჭერი) 15 მმ 7. ქაღალდზე გადაკრული სტანიოლის ან [...]
ფრანკლინის ბორბალი
ხელსაწყოები და მასალები: 1. ლითონის ფურცლისაგან გამოჭრილი ჯვრის ფორმის, წამახვილებულ ბოლოებიანი ფირფიტა 2. იზოლატორ სადგამზე ვერტიკალურად დამაგრებული ნემსი 3. გამტარი (მავთული) 4. ელექტროფორული მანქანა
მაგნიტური ველი
მაგნიტური ურთიერთქმედება ვიდეორგოლში ნაჩვენებია: მუდმივი მაგნიტების მიერ შექმნილი პოლუსები და მაგნიური ველი, მაგნიტური პოლუსების ურთიერთქმედება. დენინი კოჭას მაგნიტური ველი და მისი მოქმედება მაგნიტურ ისარზე. რკინის გულარით დენიანი კოჭას მაგნიტური ველის გაძლერება. თავისუფლად დაკიდებული დენიანი კოჭას მოქმედება მუდმივ მაგნიტზე.
პინგ-პონგის ბურთის ლივლივი ჰაერში
ბერნულის კანონი სადემონსტრაციო მაგიდაზე ვაწყობთ დანადგარს: ელექტროდენზე მომუშავე ჰაერდამბერის, რეოსტატის, ჩამრთველის, მიმყვანი სადენების გამოყენებით და დანადგარს ვრთავთ 220 ვ ძაბვის ქსელში. ძრავის ბრუნთა რიცხვს და შესაბამისად ჰაერის ნაკადის სიძლავრეს ვცვლით რეოსტატის დახმარებით წრედში დენის ძალის ცვლილებით. პლასტმასის პინგ-პონგის ბურთს ვათავსებთ ჰაერის ნაკადში ისე, როგორც ნაჩვენებია ვიდეორგოლში. ბურთი ჰაერში იწყებს ლივლივს. თანდათანობით ვამცირებთ რეოსტატის წინაღობას, ამით [...]
უმარტივესი ელექტროძრავა 2
ფარადეის უნიპოლარული (ერთპოლუსიანი) ძრავა მისი მთავარი ნაწილია ცილინდრული დენგამტარი (ან დაფარული დენგამტარი ფენით) მაგნიტი (აქ ნაჩვენებ ვიდეორგოლში გამოყენებულია ( неодимовые магниты-ნიობიმური მაგნიტი).
უმარტივესი ელექტროძრავა 1
ფარადეის უნიპოლარული (ერთპოლუსიანი) ძრავა მისი მთავარი ნაწილია ცილინდრული დენგამტარი (ან დაფარული დენგამტარი ფენით) მაგნიტი (აქ ნაჩვენებ ვიდეორგოლში გამოყენებულია ( неодимовые магниты-ნიობიმური მაგნიტი).
ინერტულობა და ინერცია
ინერცია. ნიუტონის პირველი კანონი სადემონსტრაციო მაგიდაზე უმარტივესი სხეულებით მოსწავლე აწყობს დანადგარს ისე, როგორც ნაჩვენებია ვიდეორგოლში. შემდეგ ლითონის ქილას სწრაფი დარტყმით აგდებს გვერდზე, რის გამოც ჩოგბურთის ბურთს საყრდენი სწრაფად გამოეცლება და იგი ბურთზე ზემოქმედების გადაცემას ვერ ასწრებს, ინერტულობის გამო კი ბურთი ცდილობს შეინარჩუნოს უძრაობის მდგომარეობა, მაგრამ დედამიწის მიზიდულობის გამო ვარდება ვერტიკალურად წყლიან ჭურჭელში. ეს ეფექტური ცდა [...]
.gif)


Posted in
analema.skola.dlf.ge
analemma.ge
compinfo.ge
education.ge
esida.ge
gnsf.ge
jkiknadze.blogspot.com
kvant.mirror1.mccme.ru
lemill.net
mes.gov.ge
navi.ge
PCMania.ge
sangu.ge
soft.dlf.ge
tpdc.ge
youtube.com/user/sosojemali
центр самовосстановления и развития