Archive for the ‘სიახლეები’ Category

კონკურსები

სკოლათა ევროპული ქსელი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებაზე. კონკურსის პირობები

ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება

საქართველოს ყველა ფიზიკის, ქიმიის და მათემატიკის მასწავლებელი გადამზადდა, ჯამში ტრენინგი 6300-მა ადამიანმა გაიარა. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცვნენ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენების სპეციფიკას.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პსუხები

   2010-I-varianti-profesiuli  პროფესიული უნარები I ვარიანტი  2010     2010-II-varianti-profesiuli  პროფესიული უნარები II ვარიანტი  2010

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

22.06.10. 2010 წლის 16 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №428 ბრძანებულება  “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის განხორციელებას 2010 წლის 1 აგვისტომდე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრი გაიხსნა

სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი მომავლის საკლასო ოთახის მოდელს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია უახლესი ტექნიკის ნიმუშები: ინტერაქტიული ელექტრონული დაფა, კომპიუტერები, ლეპტოპები, პროექტორები. HP-ის წარმოების ტექნიკა სამინისტროს კომპანიამ იუ-ჯი-თი (UGT) მოაწოდა.

მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადები

მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ნაკრები გუნდების წევრები შესარჩევი ტურების შედეგად გამოავლინა.

კვლევები სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით

      cern        education საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი კონკურსი გამოცხადდება:

ინტერაქტიური სწავლება-სწავლა

თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა. სწავლება-სწავლის აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებულით. ასევე, ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ახალი სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარჩვევების გამომუშავებაზეც.   Source: ბესელია ნინო, [...]

ვირტუალური ლაბორატორია

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა საქართველოს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის 150 მასწავლებელთან ჩაატარა პილოტირება/ტრენინგი ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენინგს ფიზიკაში ხელმძღვანელობდნენ ამავე ცენტრის თანამშრომლები მარიკა კაპანაძე და ზაქარია გიუნაშვილი, რომლებმაც მაწავლებლებს გააცნეს მათ მიერ ქართულ ენაზე მომზადებული კოლორადოს უნივერსიტეტის დინამიური რესურსები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ჯავა აპლეტები), სრულად იხილეთ: დინამიური რესურსები მათემატიკასა [...]

ერთიანი ეროვნული გამოცდები

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 1. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბაკალავრიატზე ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე) სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას _ 3 სავალდებულოსა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა) და 1 არჩევითს _ შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, რომელსაც კონკრეტული ფაკულტეტი ითხოვს.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა

02.04.2010 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და საგამოცდო დრო დაადგინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში, ასევე უნარ-ჩვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცდებში მონაწილეობის მიღება ამ [...]

პილოტირება/ტრენინგი

http://mes.gov.ge/content.php?id=699&lang=geo 24-25  მარტი  2010 განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა საქართველოს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის 150 მასწავლებელთან ჩაატარა პილოტირება/ტრენინგი ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენინგს ფიზიკაში ხელმძღვანელობდნენ ამავე ცენტრის თანამშრომლები მარიკა კაპანაძე და ზაქარია გიუნაშვილი, რომლებმაც მაწავლებლებს გააცნეს მათ მიერ ქართულ ენაზე მომზადებული კოლორადოს უნივერსიტეტის დინამიური რესურსები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ჯავა აპლეტები), სრულად [...]

დიმიტრი შაშკინი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა

19.03.2010 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სხვადასხვა სკოლების 200-ზე მეტ ღვაწლმოსილ პედაგოგს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით მათი შეხედულებები მოისმინა. მინისტრის განცხადებით, რეფორმების განხორციელების პროცესში პროფესიონალი პედაგოგების შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია და სამინისტრო მზადაა მათი მოსაზრებები მაქსიმალურად გაითვალისწინოს.

თბილისის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური სკოლა-პანსიონი “კომაროვი”

12.03.2010 სასიამოვნო სიახლეები! 03.02.2010 განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI) შემოღება დაიწყო! საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI) შემოღებაზე ისაუბრა. პირველ ექსპერიმენტულსა და 51-ე საჯარო სკოლებს, სადაც პრეზიდენტი თავად სწავლობდა, საკუთარ ხელფასს გადაუნაწილებს. მიხეილ სააკაშვილმა ყველა [...]

ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივითა და მომზადებით გამოიცა სახელმძღვანელო ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”. ისტ-ს სახელმძღვანელო წარმოადგენს შესაბამის საგანში მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამას და შედგება 4 მოდულისაგან.

გამოწვევები 2010-2011 წლებში

12.01.10 საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010 –2011 წლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და იმ სიახლეებზე ესაუბრა რაც 2010-2011 წლებში ამ სისტემაში განხორციელდება.

ნობელის პრემია ფიზიკაში

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing