რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის ?
ინტერვიუ ნობელის პრემიის ლაურეატ სტივენ ვაინსბერგთან
http://en.wikipedia.org/wiki/Steven_Weinberg
ტეხასის შტატის (აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორს სტივენ ვაინსბერგს (ორ მის კოლეგასთან ერთად http://nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1979/) 1979 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში უმნიშვნელოვანეს სამუშაოთა იმ ციკლისათვის, რომელმაც ელექტრომაგნეტიზმსა და სუსტ ურთიერთქმედებებს შორის კავშირი დაასაბუთა. ამით მან და მისმა თანამშრომელმა მკვლვარებმა ბუნების ოთხი ძირითადი ძალიდან ორი ერთმანეთთან დააკავშირეს, რითაც მნიშვნელოვან ნაბიჯი გადაიდგა „ერთიანი თეორიის“ შექმნის გზაზე. უფრო ადრე, 1977 წელს მის მიერ გამოქვეყნებული წიგნით – „პირველი სამი წუთი: თანამედროვე თვალთახედვა სამყაროს წარმოქმნის შესახებ“ – ვაინსბერგმა ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყრო „დიდი აფეთქების“ თეორიას. ჟურნალისტ ბილ მოიერისათვის მიცემულ ამ ინტერვიუში, რომელიც მცირეოდენი შემოკლებით გამოქვეყნდა ჟურნალ „დიალოგი – აშშ“-ში, ნათლად გამოჩნდა ვაინსბერგის მისწრაფება – ბოლომდე გაჰყვეს ლოგიკურ ჯაჭვს – „რატომ ხდება ასე“.
რატომ შეისწავლით ფიზიკას? რას გძენთ იგი?
ეს ტვინის შესანიშნავი ვარჯიშია. დღემდე ვერაფრით შევეგუე იმს, რომ შეიძლება უბრალოდ, საწერ მაგიდასთნ მჯდომმა, მათემატიკური განტოლებების მეშვეობით საკუთარი იდეები შეამოწმო და სწორი ან არასწორი ფიზიკური პრინციპების აღმოჩენა შეძლო. ეს კი ზოგჯერ რეალური სამყაროს შესახებ ახლის თქმის საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა ექსპერიმენტის შედეგი ან ახალი ნაწილაკის არსებობა იწინასწარმეტყველო, ბუნების ძალების შესახებ ახალი რამ თქვა, ანდა ის, თუ რა ევოლუციას განიცდის სამყარო. ყოველივე ეს წმინდა აზროვნების შედეგი იქნება.
ცხადია, ეს მხოლოდ წმინდა აზროვნება არ არის. ყოველთვის ექსპერიმენტული მონაცემები გვიბიძგებს და იმის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინასწარმეტყველებას ექსპერიმენტატორები შეამოწმებენ და სისწორეს დაადასტურებენ. უფრო ხშირად ეს უბრალოდ წმინდა აზროვნებაა საწერ მაგიდასთან და საოცარია, რომ ამას რაღაც შედეგი მოსდევს.
მართალია, რომ თქვენ იმდენად მცირე ზომის სტრუქტურებთან გაქვთ საქმე, რომ ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არსებობენ?
დიახ, ასეა, მაგრამ მათი აღწერა მათემატიკის საშუალებით მაინც შეიძლება. ამ საგნებს ინგლისურ ენაზე ვერ აღწერ; ამისათვის აუცილებელია ხელოვნური ენა, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ბუნების შემეცნების ცდის შედეგია.
ზოგიერთ მათემატიკოსს მიაჩნია, რომ მათემატიკის ენა ღვთიური ენაა იმ გაგებით, რომ მისი საშუალებით სინამდვილის საბოლოო ინსტანციის გამოსახვა შეიძლება.
მათემატიკაში არის რაღაც ჯადოსნური. ხშირად ხდება, რომ ფიზიკოსები, რომლებიც ახალ თეორიაზე მუშაობენ (ისევე როგორც აინშტაინი მუშაობდა ფარდობითობის ზოგად თეორიაზე), აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათემატიკა მათთვის უკვე მომზადებულია, დამუშავებულია მათემატიკოსების მიერ, რომლებსაც ფიზიკაში მისი კონკრეტული გამოყენების შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. სხვა მაგალითებიც არსებობს. ჯგუფთა თეორია, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია XX საუკუნეში ატომური ფიზიკის გაგებისათვის, მათემატიკური პრობლემების გადასაწყვეტად XIX საუკუნეში დამუშავდა. ხსირად მათემატიკოსები წინ გვისწრებენ და როგორ ხდება ეს, ვერაფრით გაგვიგია.
მრავალი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ არის მათემატიკა ასე ეფექტიანი. ჩემი აზრით, ჩვენ ვიმყოფებით გიგანტური განმანათლებელი მანქანის – სამყაროს გამგებლობაში, რომელიც ძირითადად ალალბედზე მოქმედებს. მილიარდობით წლის განმავლობაში ბუნებრივი შერჩევის გზით მოქმედმა შემთხვევითმა პროცესმა წარმოშვა ფრინველები, ყვავილები და ადამიანები. ასევე ხდება იდეების ბუნებრივი შერჩევაც – რომელი იდეაა სამართლიანი, რომელი არა; რომელი მათგანი გამოდგება ბუნების აღსაწერად. ამ პროცესს მათემატიკური იდეების განვითარებისაკენ მივყავართ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ როგორ შეიძლება მათი ფიზიკაში გამოყენება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ისეთნი ვართ, როგორებიცა ვართ, რადგან სამყაროს მიერ დასმული ამოცანის ამოხსნის მცდელობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს. მათემატიკური აღწერა გარკვეული მოსაზრებით, უეჭველად საიმედოა. ფიზიკურმა წარმოდგენებმა შეიძლება საშინელ ხაფანგში მოგვამწყვდიოს, მაგრამ ჩვენ ნმაინც ყოველთვის ამით ვსარგებლობთ.
რა გსურთ იცოდეთ სამყაროს შესახებ?
მხოლოდ ერთი რამ: მე მინდა ვიცოდე კონკრეტულად, რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის. ჩვემ ხომ ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. თქვენ თუ შემეკითხებით – „რატომაა ცა ცისფერი?“ ან „რატომაა წყალი სველი?“ – ამ კითხვებს ნამდვილად ვუპასუხებთ. მაგალითად, ჩვენი პასუხი პირველ კითხვაზე დამყარებული იქნება სინათლის გარემოში გავრცელების თვისებაზე: გრძელი ტალღის მქონე სინათლის სხივი ჰაერის მოლეკულებისა და მტვრის უმცირესი ნაწილაკების საშუალებით უფრო მეტად გაიბნევა.
თქვენი შემდეგი შეკითხვა იქნება: „რატომ ხდება ეს ასე, რომ ერთი ტალღის სიგრძის სხივი ისე არ გაიბნევა, როგორც მეორე ტალღის სიგრძის სინათლის სხივი?“ ამ კითხვასაც შეიძლება ვუპასუხოთ, ოღონდ ამჯერად უფრო ფუნდამენტური აღწერის საფუძველზე კვანტური მექანიკის გამოყენებით. შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ: „რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის?“ ჩვენ ხომ დიდი გზა გავიარეთ და გვაქვს ელემენტარული ნაწილაკების თეორია, რომელიც გამოსხივების კვანტურ თეორიასთან შედარებით უფრო ფუნდამენტურია.
მსურს ყველა ამ „რატომის“ ჯაჭვს ბოლომდე ჩავყვე და გავაგრძელო კითხვები: „რატომაა ასე?“ როცა პასუხს მიიღებთ, იტყვით: „ძალიან კარგი, მაგრამ რატომაა ეს ასე?“ საოცარია. ასე ჩვენ შეიძლება ძალზე შორს წავიდეთ და ამ გზაზე აღმოვაჩინოთ სამყაროს ზოგიერთი არაჩვეულებრივი კანონზომიერება, მაგალითად, ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ ამ ახსნათა ჯაჭვები თითქოს ერთ წყაროსთან იყრიან თავს, რადგან თქვენს კითხვებს – რატომაა ცა ცისფერი ან რატომაა წყალი სველი, ელემენტალურ ნაწილაკებამდე მივყავართ.
თუ თქვენ საუბრობთ ბიოლოგიის ან ასტრონომიის შესახებ, მოგიწევთ სხვადასხვა ფაქტის მოშველიება, მაგალითად ასეთისა: სამყარო უკვე რამდენიმე მილიარდი წლისაა და მასში უამრავი პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ, როდესაც თქვენ ფესვებს უახლოვდებით, ამჩნევთ, რომ ყველაფერი მარტივდება.
რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც ამბობთ – მარტივდება?
მაგალითად, თუ თქვენ ქიმიას ეუფლებით, რწმუნდებით, რომ საქმე გაქვთ მილიონობით ნაერთთან. შეიძლება გაამარტივოთ ეს სიტუაცია თუ შეიმეცნებთ, რომ ყველაფერი 92 ელემენტამდე დადის. დღეს ამ ელემენტების რიცხვი მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი ხელოვნურად შევქმენით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი თქვენ შეგიძლიათ ამ ელემენტების ახსნა გაცილებით უფრო მცირე ნაწილაკების ერთობლიობით.
რაც უფრო სიღრმულ დონეებს აღწევთ, ელემენტალურ ნაწილაკთა რიცხვის შემცირება არაა აუცილებელი, მნიშვნელოვანია ის, რომ პრინციპები უფრო მარტივდება, ერთობ მცირეა პრინციპების რაოდენობა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ჩვენ იმისი შეგრძნება გვეუფლება, რომ ნამდვილად ვუახლოვდებით ფესვებს.
შეგიძლიათ ამ „რატომს“ იმდენად შორს გაჰყვეთ, რომ შეძლოთ იმის თქმა, თუ რა მოხდა ჩვენი სამყაროს შექმინის პირველი მეასედი წამის ან პირველი სამი წუთის განმავლობაში?
ცხადია, ჩვენი დაკვირვებები ისევე გამოვიყენეთ, რგორც პალეონტოლოგებმა, რომლებიც ცხოველების, ვთქვათ, დინოზავრების გაქვავებულ ნაშთებს აკვირდებიან და ახდენენ იმის რეკონსტრუქციას, რაც დედამიწაზე ასი მილიონი წლის უკან იყო. ჩვენც ასევე შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი ნამარხები, რომლებსაც მთელ სამყაროში ვპოულობთ. – ნაწილაკები, რადიაცია, ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობა და ყოველივე ეს იმისათვის გამოვიყენოთ, რათა გავყვეთ ისტორიას მის საწყის პირველ სამ წუთამდე, ან პირველ მეასედ წამამდე. კოსმოლოგები მიიჩნევენ, რომ პირველი მეასედი წამიდან მოყოლებული, ჩვენ საკმაოდ კარგად გვესმის სამყაროს ისტორია. თუ უფრო შორს წავალთ, წავაწყდებით ფიზიკის კიდევ უფრო რთულ პრობლემებს და აქ მეტი თავშეკავებულობა გვმართებს.
ჩვენ უბრალოდ კვალდაკვალ მივყვებით ისტორიის მთელ გზას თავისი საწყისისაკენ. ეს სულ არ წრმოადგენს იმ კშითხვის პასუხს თუ, საერთოდ, რატომ გაჩნდა სამყარო, რატომაა “რაღაცა” “არაფრის” ნაცვლად? ჩვენ არ ვიცით ყოველთვის ცალკე გამოიყოფა თუ არა ეს კითხვა. შესაძლებელია ბოლოს და ბოლოს ფიზიკა და სამყარო ისტორია გაერთიანდეს და მაშინ ჩვენ აღარ დაგვჭირდება საწყისებზე სპეციალური წარმოგენების შექმნა.
მართლაცდა რამდენიმე წლის წინათ იყო იმის ცდა, რომ გავრკვეულიყავით სამყაროს წონასწორობის თეორიაში, რომლის მიხედვითაც საწყისი არ არსებობს. როგორ ვთქვი, მეცნიერებაში მიღებულია, რომ შეიძლება არასწორი აღმოჩნდე, სამყაროს წონასწორობის თეორიაც არასწორი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ეს თეორია მეცნიერთა ერთ ნაწილს მოსწონდა.
თქვენს წიგნში წერთ: “თავდაპირველდ იყო აფეთქება”. ეს დეკლარაციული განცხადებაა, რომელიც სხვა შესაძლებლობას გამოეიცხავს?
რას იზამ, უნდა ვაღიარო, სადღაც მართლაც მაქვს ნათქვამი, რომ სამყაროს განვითარების იმ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თავდაპირველად აფეთქება მოხდა და იგი ისეთი ტემპერატურისა და სიმკვრივის უკიდურეს პირობებთან იყო დაკავშირებული, რომ ვერ შევძელით ისტორიას უფრო შორს გავყოლოდით; არა გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ ამ “ადრეს” არსებობა, უფო ზუსტად, არ ვიცით, იქნებ იყო კიდეც ეს “ადრე”. ჩვენა რ შეგვიძლია გვქონდეს ამაზე საბოლოო შეხედულება.
ჰგავს ეს აფეთქება ვეებერთელა შუშხუნას?
ჰგავს და არც ჰგავს. ეს აფეთქბა შუშხუნა ჰგავდა მხოლოდ იმ აზრით, რომ აფეთქებისას შუშხუნის თითოეული ნაწილი ერთმანეთს სცილდება. თუ დავითვლით შუშხუნის ნაწილების რაოდენობას მოცულობის ერთეულზე, დროთა განმავლობაში ეს რიცხვი შემცირდება და სივრცეში გავრცელებისდაკვალად ისინი თანდათან გაცივდება. მაგრამ, შუშხუნა ხომ ისეთ ატმოსფეროში ფეთქდება, რომელიც სხვა შუშხუნებით არაა გაჯერბილი. ამიტომ უნდა ითქვას, რომ აფეთქებულ შუშხუნას გარკვეული ზედაპირი აქვს, რომლის იქითაც ის აღარ ვრცელდება. სამყაროს აფეთქება სხვანაირად წარმოგვიდგენია. როცა ვლაპარაკოაბთ სამყაროს შესახებ, წარმოვიდგენთ სივრცეს, როგორც სასრულს, ასევე უსასრულოსაც, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთგვაროვნად შევსებულს მატერიით. როდესაც ვსაუბრობთ აფეთქების შესახებ, მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ მატერიის თითოეული ნაწილაკი ერთმანეთს სცილდება, სამყარო თანდათან ცივდება და მისი სიმკვრივე კლებულობს, მაგრამ მას არავითარი ზედაპირი არ გააჩნია.
თუ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა, არსებითია თუ არა ის, რომ ყველაფერი, რაც დღეს არსებობს, ოდესღაც ერთიანი ძალის ნაწილი იყო?
მეცნიერისათვის ძნელია მისი ახსნა, თუ რატომაა საინტერესო სამყაროს შესახებ ახლის გაგება. ეს უბრადოდ ასეა, როგორც არის. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რატომ არი მუსიკა ასე მშვენიერი. იმისი შნო უნდა გქონდეთ, რომ გაიგოთ, რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის და საიდან არის ეს ყველაფერი, თუ ამისი შნო და უნარი არა გაქვთ, ლაპარაკით არაფერი გამოვა. მე მგონია, ადამიანი ამ უნარს ფლობს. ვფიქრობ, რომ უმრავლესობისათვის ეს კითხვები მიმზიდველია.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამყაროს ბოლო სამი წუთი?
ეს მეტად საინტერესო მეცნიერული კითხვაა, რამდენადაც იგი თანამედროვე ასტრონომიულ დაკვირვებებთანაა დაკავშირებული; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი მატერიაა სამყაროში. თუ მატერიის რაოდენობა საკმარისია, მაშინ სამყაროს გფართოება შეწყდება და პროცესი უკუ მიმართულებიტ განვითარდება. მოხდება შეკუმშვა და ყველაფერი დიდი ჭახაჭუხით შთაინთქმება.
ეს დაახლოებიტ 50 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება?
დიახ, ეს საკმაოდ სწორი შეფასევაა. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ უკეთესად გვეცოდინება სამყაროში მატერიის სიმკვრივე, შეგვეძლება იმისი თქმა, თუ რამდდენად შორსაა ჩვენგანეს დიდი ჭახაჭუხი. მეორე მხრივ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შეკუმშვის პროცესისათვის მატერია არაა საკმარისი და გალაქტიკები გააგრძელებენ ურთიერთგანმაშორებელ სრბოლას, მაშინ ყველაფერი სამარადისოდ გაცივდება და მოკვდება.
შეგიძლიათ გაიხსენოთ, თუ პირველად როდის გაიღვიძა თქვენმა ცნობისმოყვარეობამ და როდის გადაწყვიტეთ მეცნიერი გამხდარიყავით?
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მახსოვს, როცა საშუალო სკოლაში ფიზიკაში პოპულარული წიგნების კითხვა დავიწყე. ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე. ისინი შავ მაგიად – იდუმალებიტ მოცულად და მომხიბლელად მეჩვენებოდა. მაგრამ ვხვდებოდი, რომ ასეთ ფიზიკოსებს მართლა შეეძლოთ ბუნების ისეთი მოვლენების წინასწარმეტყველება, რომლებიც შემდგომ იქნა აღმოჩენილი. მათ იწინასწარმეტყველეს ანტიმატერიის არსებობა და ის აღმოაჩინეს კიდეც. მათ იწინასწარმეტყველეს ბირთვების გახლეჩის შედეგად ენერგოოს მიღების შესაძლებლობა და იგი მიიღეს კიდეც. მე მესმოდა, რომ ეს არ იყო ცარიელი ლაპარაკი და მათ ნამდვილად რაღაცა იცოდნენ. “ეს საოცარია”, – ვფიქრობდი მე. ადამიანის ტვინს შეუძლია ჩაწვდეს იდეებს გამრუდებული სივრცისა და დროის შესახებ, შეიცნოს ელექტრონები, როგორც ტალღები. ყოველივე ეს შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ამ ჯებირს მაინც გადალახავთ, შეგიძლიათ რაიმე მნიშვნელოვანი თქვათ რეალური სამყაროს შესახებ.
ოდესმე თუ გინანიათ, რომ მეცნიერი გახდით?
არა, ეს წარმტაცი ცხოვრებაა, იგი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი, რადგან უნდა შეეგუო უამრავი დროის უქმად ხარჯვას; უნდა მიეჩვიო საწერ მაგიდასთან კირკიტს, იდეებს, რომლებიც თითქმის არასდროს არ მათლდება; უნდა ცხოვრობდე იმის იმედიტ, რომ ეს იდეა ბოლოს და ბოლოს გამართლდება.
სამყაროს თვისებების თქვენს მიერ მიგნებული განჭვრეტიდან რომელმა გაგაოცათ ყველაზე მეტად?
ბუნების სიმარტივემ. ეს უფრო ხშირად სიმეტრიის პრინციპითაა განპირობებული. მაგალითად, ბუნების კანკნებში ისეთი არაფერია ჩადებული, რომ გავარჩიოთ ჩრდილოეთი აღმოსავლეთისაგან. არც ბუნების ფუნდამენტურ კანონებშია მოცემული განსხვავება ელექტრონსა და ნეიტრონს შორის. ალბად ბუნების კანონები არ იცვლება, როდესაც ნეიტრონში ან ელექტრონში გარდაქმნები ხდება. სიმეტრიის ეს პრინციპები დიდი ხანია ცნობილია. ისინი ერთობ დიდი ძალისან არიან, რადგანაც ბუნების კანონთა ფორმას კარნახობენ. ალბათ, შეიძლება ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იყოს მათ შორის, რაც კი გიზიკაშია ცნობილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი? რა გსურთ ამით თქვათ?
ყველაზე მნიშვნელოვანი იმ გაგებით, რომ, თუ თქვენ გააგრძელებთ შეკითხვას “რატომ”, აუცილებლად მიხვალთ სიმეტრიის პრინციპამდე. ყველა იმ აღმოჩენას შორის, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია, ყველაზე დიდი სიამოვნება იმ აღმოჩენამ მომანიჭა, რომ სიმეტრია მართლაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება.
და რას გძენთ იგი?
იმას, რომ ბუნება გაცილებით უფრო მარტივი და თვალწარმტაცია, ვიდრე ეს ადრე ეგონათ. თუ გადახედავთ ელემენტალური ნაწილაკების ცხრილს, შეამჩნევთ სხვადასხვა მასისა და თვისებების იდუმალი ნაწილაკების ერთობლიობას. ყველაფერი ეს ვეებერთელა ზოოპარკს მოგაგონებს და თქვენ მას ვერაფერს გაუგებთ. შემდეგ შეიზლება გაარკვიოთ, რომ ფუძემდებელი პრინციპები საკმაოდ მარტივია და ყველა ეს ნაწილაკი ძალზე მარტივი განტოლებების მხოლოდ სხვადასხვა ამონახსნს წარმოადგენს.
ჩემი მეგობარი ფიზიკოსის ჯონ ულერის აზრით, როდესაც ბოლოს და ბოლოს ბუნების ძირითად კანონამდე მივალთ, ისინი იმდენად მარტივი და მშვენიერი იქნება, რომ ჩვენ გაგვაოცებს, თუ რატომ არ იყო ეს თავიდანვე ცხადი.
ვისთან ისაუბრებდით ცხოვრების სირთულეებზე: შექსპირთან თუ აინშტაინთან?
ცხადია, ცხოვრების სირთულეებთან დაკავშირებით შექსპირს მივმართავდი.
აინშტაინს ალბათ, სიმარტივის შესახებ დაუსვამდით შეკითხვას?
დიახ, რომ გამეგო, თუ რატომ არის საგნები ისეთი, როგოიც არის, ის კი არა, თუ რატომ არიან ადამიანები ასთები (რადგან ეს რომ გავიგოთ, აუცილებელი იქნება მიხვედრების ძალზე დიდი ჯაჭვი), მაგრამ ცხოვრების არსში რომ გავერკვეთ, ორივე საჭიროა, შექსპირიც და აინშტაინიც. შექსპირი შეიცნობდა ცხოვრებას, როგორც დრამას. პერსონაჟები, რომლებიც უდიდესი მოვლენებს მონაწილე იყვნენ, თავიანთ თავს დრამაში მონაწილე მსახიობებად შეიცნობენ, ხოლო ცხოვრება ამით დამატებით ცოდნას იძენს. ჩემი აზრით, შესანიშნავია საკუთარი თავის შეცნობა დრამის გათამაშებაში და როდესაც ამას ვაკეთებთ, არ შეგვიძლია მეცნიერული აღმოჩენები აღვიქვათ, როგორც ჩვენი დრამის სცენარი.
ხშირად მესმის ხოლმე გამოთქმა: “ეს ლამაზი თეორიაა”, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, თუ რა ხდის თეორიას ლამაზს.
“ლამაზი თეორია” – ეს არცთუ ისე მოსწრებული გამოთქმაა, რადგან მასში გადაკვრით არის ნათქვამი, რომ ფიზიკოსები უბრალოდ ესთეტები არიან, რომ ჩვენ ვირჩევთ ისეთ თეორიებს, რომლებიც ჩვენს ფანტზიას აღაგზნებენ. გარკვეული მოსაზრებით, ეს სონატის სილამაზეს შეიძლება შევადაროთ. ეს სილამაზეა, რომელშიც ცოდნაა ნავარაუდევი, რომ ყველაფერი ისე, როგორც უნდა ყოს, რომ არ შეიძლება თუნდაც ერთი ნოტის შეცვლა ისე, რომ არაფერი გაფუჭდეს, მაგრამ ხელოვნების ყოველი ნაწარმოები შეიცავს მსგავს თვისებას. შექსპირის პიესები უდიდესი და რთული ნაწარმოებებია, რომლებიც გარკვეულწილად ცხოვრების სირთულეებს ასახავენ. მაგრამ, თუ ავიღებთ შედარებით ნაკლებად მასშტაბურს, მაგალითად სონეტს, იმის შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ მასში არაფრის შეცვლა არ შეიძლება, რომ იგი სრულყოფილია იმ სახით, როგორიც არის; არ შეიძლება მისი გაუმჯობესება. სწორედ ამას ვეძებთ ჩვენ ფიზიკურ თეორიაში.
ამჟამად მიმზიდველია ფიზიკოსობა?
დიახ, რასაკვირველია, მაგრამ ელემენტარული ნაწილაკების პრობლემების სფეროში მომუშავე ფიზიკოსებისათვის არც ისე წარმტაცი, როგორც ამ თხუთმეტიოდე წლის უკან. იმ დროს თეორიასა და ექსპერიმენტს შორის ძალზე აქტიური ურთიერთობა არსებობდა. ყოველდღიურად თეორეტიკოსები რაღაც ახალს წინასწარმეტყველებდნენ, რომელსაც შემდეგ ექსპერიმენტატორები ადასტურებდნენ, ან ექსპერიმენტატორები აღმოაჩენდნენ რაღაც ახალს და თეორეტიკოსებს აიძულებდნენ საწერ მაგიდას მისჯდომოდნენ. ეს ურთიერთობა შესუსტდა. ჩვენ გვაქვს თეორია, რომლის საშუალებითაც საკმაოდ დამაკმაოფილებლად შეგვიძლია ავხსნათ ყველაფერი, რასაც ლაბორატორიაში ვხედავთ, მაგრამ არა გვაქვს იმ ექსპერიმენტები ჩატარებისათვის საჭირო დანადგარები, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ცოდნის საზღვრებს გააფართოვებდა.
თქვენ და რამდენიმე ფიზიკოსმა აშშ-ის მთავრობას მიმართეთ წინადადებით, აგებულიყო რაღაც ზეგამტარული ზეამაჩქარებელი, რომელიც 4-5 მლრდ დოლარი უნდა დაჯდეს. რა არის ეს?
ეს გახლავთ 85 კმ სიგრძის მიწისქვეშა ოვალური გვირაბი. გვირაბში, როლის სიგანე დაახლოებით 3 მ-ია, უნდა აჩქარდეს ნაწილაკების ორი ნაკადი. ეს ნაწილაკები ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მათი სიჩქარე თანდათანობით იზრდება და ამიტომ ამ დანადგარს ამაჩქარებელი ეწოდება. როცა ნაწილაკების ენერგია 20 ტრილიონ ელექტრონვოლტს მიაღწევს, ნაწილაკების ამ ორ ნაკადს ერთმანეთს შეაჯახებენ და ჩვენ მატერიის ახალი ფორმის მიღებას შევძლებთ.
ეს უნიკალუი დანადგარი საშუალებას მოგვცემს გამოსაკვლევი ნაწილაკების ენერგია 10-ჯერ გავზარდოთ. ამ დროს ფიზიკური მოვლენების ახალი სამყარო გადაიშლება. ეს იგივეა, რომ ატრონომმა ცა ახალი სიგრძის ტალღის საშუალებით გამოიკვლიოს ან მყარი სხეულების ფიზიკის დარგში მომუშავე მეცნიერს საშუალება მიეცეს 10-ჯერ შეამციროს ტემპერატურა. ყოველთვის , როდესაც ასეთი შესაძლებლობა იქმნება, ადგილი აქვს ფიზიკური მოვლენების მთელი ახალი სამყაროს აღმოჩენას.
ზსდამჯახებელი მომგებიანი საწარმოა. მისი საშუალებიტ გარკვეულ კითხვებს გავცემთ პასუხს. მაგრამ, როგორც გამოცდილებით ვიცით, ის კითხვები კი არ აღმოჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის პასუხსაც ელით, არამედ ის, რომელთა შესახებ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდეთ. ეს არის მოვლენებისახალი სამყაროს აღმოჩენა. აქ პრობლემაა არა ჩვენი სამუშაოების ეფექტურობის გაზრდა, არამედ, საერთოდ, სამუსაოების ჩატარების შესაძლებლობა. თუ თქვენ გსურთ ფიზიკის ძირიღადი კანონების ცოდნა, მაშინ ეს ერტადერტი გზაა. მე არ მსურს ვამტკიცო, რომ ფიზიკასი ყველაფერი უძრავადაა და ყველა ზედამაჯახებელს ელოდება. მრავალი რამეა ისეთი, რომელიც მის გარეშე შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ არსებობს განსაზღვრული კითხვა – “რატომ?”, “რატომ?”, ”რატომ?” რომელსაც ახსნათა ჯაჭვის სულ ბოლო რგოლამდე მივყავართ, მასზე პასუხის მიღება მხოლოდ ასეთი დანადგარის საშუალებითაა შესაზლებელი. ელემენტარული ნაწილაკების დარგში მომუშავე ამერიკელი მეცნიერები არ ეჭვობენ, რომ საჭიროა სწორედ ასეთი მაჩქარებლის შექმნა.
რას უპასუხებდით იმ მეცნიერს, რომელიც განაცხადებდა, რომ ფუნდამენტური აღმოჩენებისათვის უფრო იაფი მეთოდები არსებობს, ვიდრე ეს გიგანტური პროექტებია?
ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებზედაც პასუხოს გაცემის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ შევეცადეთ. მე მზად ვარ ყველაფერი ეს მარტომ გავაკეთო. მომეცით რამდენიმე ფანქარი და ხაზებიანი რვეული და მე მუშაობას შევუდგები. ჩემზე არცთუ ისე ბევრი დაიხარჯება. მაგრამ მე ვერ შევძლებ ამის გაკეთებას. მე ვცდილობდი, მაგრამ ვერც მე, ვერც ჩემი კოლეგები ვერაფერს გავხდით. მხოლოდ წმინდა აზროვნებაზე დაყრდნობით ჩვენ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამთ წინ.
რას უპასუხებდით იმ ადამიანს, რომელიც შეშფოთებულია მისი გადასახადების მინშვნელოვანი ზრდით? რატომ უნდა დაიხარჯოს მილიარდობით დოლარი იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა მოხდა ჩვენი სამყაროს არსებობის პირველი მეასედი წამის განმვლობაში, ან ფართოვდება თუ არა ჩვენი სამყარო?
.gif)



Posted in
analema.skola.dlf.ge
analemma.ge
compinfo.ge
education.ge
esida.ge
gnsf.ge
jkiknadze.blogspot.com
kvant.mirror1.mccme.ru
lemill.net
mes.gov.ge
navi.ge
PCMania.ge
sangu.ge
soft.dlf.ge
tpdc.ge
youtube.com/user/sosojemali
центр самовосстановления и развития