ვირტუალური ლაბორატორია

განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა საქართველოს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის 150 მასწავლებელთან ჩაატარა პილოტირება/ტრენინგი ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენინგს ფიზიკაში ხელმძღვანელობდნენ ამავე ცენტრის თანამშრომლები მარიკა კაპანაძე და ზაქარია გიუნაშვილი, რომლებმაც მაწავლებლებს გააცნეს მათ მიერ ქართულ ენაზე მომზადებული კოლორადოს უნივერსიტეტის დინამიური რესურსები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ჯავა აპლეტები), სრულად იხილეთ:

დინამიური რესურსები მათემატიკასა და
საბუნებისმეტყველო საგნებში

 

 

 

  

06.05.10

განათლების სამინისტროში შედგა ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებთან შეხვადრა, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ იყენებენ ამ ლაბორატორიას გაკვეთილებზე მასწავლებლები და მოსწვლეები. მონაწილეებმა ისაუბრეს  პრობლემებზე, მის ავკარგიანობაზე, მოსწავლეების დაინტერესებაზე და სხვ. საუბარი იყო სხვადასხვა სახის პრობლემებზე, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა მისი დადებითი მხარეები, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნებას განვითარებას. ჩემი ვარაუდით ვირტუალური ლაბორატორიის გამოყნება ალბათ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კოგნიტურ (ჟან პიაჟე) განვითარებას, განსაკუთრებით ფორმალუროპერაციული განვითარების სტადიაზე (11-12 წლიდან მოზრდილ ასაკამდე)

ფორმალუროპერაციული უნარები – ჰიპოთეზურ იდეებზე ლოგიკურად აზროვნების უნარი, ჰიპოთეზების ფორმულირების და გამოცდის უნარი – შესაძლებლობას აძლევს  მოსწავლეებს, გამოიყენონ შემეცნების მეცნიერული მეთოდი: რამდენიმე სავარაუდო ახსნა მოუძებნონ დაკვირვების საგანს, მოვლენას ან ფენომენს, შემდეგ თავიანთი თეორიები სისტემატრად გააანალიზონ, გამოცადონ და გამოიყენონ პრაქტიკაში.

როგორც ჟან პიაჟეს კოგნიტური განვ‎ითარების თეორიიდან არის ცნობილი, ფორმალუროპერაციული სტადიისათვის დამახასიათებელია აზროვნების ფორმები, დაახლოებით, 11-12 წლის ასაკში იჩენს თავს, მარამ ბევრი ადამიანი ვერასდროს აღწევს ამ სტადიას. ხშირად ადამიანები ფორმალუროპერაციულ აზროვნებას მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში იყენებენ, როგორც მოზარდ, ასევე ზრდასრულ ასაკში. ალბად მეცნიერულად შესასწავლია, შეუწყობს თუ არა ხელს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებას!

ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით თბილისის ფიზიკა-მათემატიკის  სკოლა-პანსიონში (“კომაროვი”) ფიზიკასა და მათემატიკაში ჩატარდა რამდენიე გაკვეთილი. ნიმუშისთვის გთავაზობთ XI კლასში ფიზიკის ერთ-ერთ ვიდეო გაკვეთილს (“ომის კანონის შემოწმებას სრული წრედისათვის“-ფრაგმენტი)

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing