მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადები

მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები დაკომპლექტდა

საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ნაკრები გუნდების წევრები შესარჩევი ტურების შედეგად გამოავლინა.

მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IMO 2010, ყაზახეთის ქ. ასტანაში 2–14 ივლისს გაემგზავრებიან:

1. ლაკირბაია ლაშა, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”,
2. ფერაძე ლაშა, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”,
3. ტაბიძე ცოტნე, ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლა,
4. გუმბერიძე გიგა, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”,
5. გიგლემიანი გიორგი, თბილისის 42–ე საჯარო სკოლა,
6. ამბროლაძე ნოდარ, ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლა.

ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IPHO 2010, ხორვატიის ქ. ზაგრებში 17–25 ივლისს გაემგზავრებიან:

1. კანკაძე ლევან, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”,
2. ღოღობერიძე თეიმურაზ, თბილისის 42–ე საჯარო სკოლა,
3. ფერაძე გრიგოლ, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”,
4. გელენავა მიშიკო, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”,
5. ქართველიშვილი გურამ, თბილისის 42–ე საჯარო სკოლა.

ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IOI 2010, კანადის ქ. ვატერლოოში, 14–21 აგვისტოს გაემგზავრებიან:

1.კობიაშვილი მარიამ, თბილისის შ.პ.ს. ჩსდ დემირელის სახ. კერძო კოლეჯი,
2. ამბროლაძე ნოდარ, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა,
3. ტაბიძე ცოტნე, ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლა,
4. ბეგიაშვილი ნიკა, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”.

ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე გუნდის წევრებსა და რეზერვისტებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოამზადებენ.

საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების წევრების შერჩევისა და მომზადების ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.

წელს, პირველად, ქართველი დამკვირვებელი ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, კორეის ქალაქ ჩანგვონში გაემგზავრება. ეს შესაძლებლობას მისცემს ქართველ მოსწავლეებს მომავალში მონაწილეობა მიიღონ ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

One Response to “მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადები”

  1. admin says:

    მიხარია და ვამაყობ, რომ ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილე, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონი “კომაროვი”-ს მოსწავლეებიდან: გრიგოლ ფერაძე 2 ამჟამად ჩემი მოსწვლეა (აგრეთვე ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ამჟამად ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი გრიგოლ ფერაძე 1, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს ), ხოლო ლევან კანკაძე და მიშიკო გელენავა ჩემი ყოფილი მოსწავლეებია.

    ფიზიკის გუნდის წევრებსა და მათ ხელმძღვანელს, მაღალკვალიფიციურ ფიზიკოსს, ჩემს კოლეგას ნიკოლოზ ჩხაიძეს (მის ნაშრომებს იხილავთ: http://analemma.ge/?page_id=774), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის მათ მომზადებაში, წარმატებას ვუსურვებ!

    ფიზიკის მასწავლებელი: ჯემალ კიკნაძე

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing