საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

22.06.10.

2010 წლის 16 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №428 ბრძანებულება  “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის განხორციელებას 2010 წლის 1 აგვისტომდე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება

№ 428    2010  წლის 16  ივნისი     ქ. თბილისი  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

            1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდეგში – ფონდი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 აგვისტომდე.

            2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

            3. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

            4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლისის №653 ბრძანებულება.

            5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

            6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.  

 მიხეილ სააკაშვილი

 

2010-06-24

საქართველოს მთავრობის
დადგენილება

2010 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა №165 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის ლიკვიდაციის განხორციელებას 2010 წლის 1 აგვისტომდე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing