მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტის ნიმუში

 სიმულაციური დავალება _ “საქაღალდე”

ამ ტიპის დავალება განსხვავებული ფორმატისაა და რეალური სიტუაციის
სიმულაციას გულისხმობს. დავალების პირობა სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოიცავს
და აპლიკანტისაგან სიტუაციის კომპლექსურ შეფასებასა და პრობლემის გადასაჭრელად
გარკვეული აქტივობების დაგეგმვას მოითხოვს. ერთი მხრივ, შეიძლება A ჩაითვალოს,
რომ ეს რამდენიმე ღია დავალების ერთობლიობაა, რადგან D თითოეული საკითხი,
რომელიც დავალებაშია დასმული, შეიძლება დამოუკიდებელ პრობლემადაც იქნეს
განხილული. თუმცა, სიმულაციური დავალების მთავარი სპეციფიკა იმაშიმდგომარეობს,
რომ აპლიკანტის წინაშე წამოჭრილი პრობლემები ერთ კონტექსტშიაწარმოდგენილი და
იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ,თუ როგორ გაართმევს
თავს მასწავლებელი მის წინაშე კომპლექსურად წამოჭრილ პრობლემებს და რა გზებს აირჩევს მათ დასაძლევად.

სიმულაციური დავალების ნიმუში

 დავალების ინსტრუქცია

დავალება პირობითად ორი ნაწილისაგან შედგება: ერთ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია პედაგოგის შესახებ, მეორეში _ დოკუმენტაცია (წერილები, საბუთები, ჩანაწერები), რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით პედაგოგის წინაშე წამოჭრილპრობლემებზე.

ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას პედაგოგის შესახებ და წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას

ინფორმაცია თქვენ შესახებ:

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთი წელია, მენტორის ხელმძღვანელობით მუშაობთ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

სკოლის დირექტორის დავალებით, შუა სასწავლო წლიდან თქვენ ხანგრძლივი დროით მერვე კლასში უნდა შეცვალოთ ერთ-ერთი მასწავლებელი, თამარ მაისურაძე, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო ვეღარ ახერხებს სკოლაში მუშაობას.

სიტუაცია:

წარმოიდგინეთ, დღეს 15 ნოემბერია, ორშაბათი. სკოლაში გადმოგცეს თამარ მაისურაძის საქაღალდე დოკუმენტებითა და თქვენთვის განკუთვნილი წერილით.

ამოცანა:

ყურადღებით გაეცანით ამოცანის პირობას, წერილსა და თანდართულ დოკუმენტაციას. მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვენ გევალებათ:  (1).  მასწავლებლის წინაშე წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი;  (2).  პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა.

გახსოვდეთ მნიშვნელოვანია საქაღალდეში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის გამოყენება

მასალები საქაღალდიდან

დოკუმენტი 1 _ თამარ მაისურაძის წერილი თქვენთვის

დიდი მადლობა რომ დათანხმდით ჩემ ნაცვლად გაკვეთილების ჩატარებას. ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე თქვენთან შეხვედრა და კლასის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ კარგი ბავშვები არიან და ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ მათთან მუშაობა. ჩვეულებრივი კლასია მაღალი, საშუალო და დაბალი მოსწრების მქონე ბავშვებით. არც დისციპლინის დარღვევით გამოირჩევიან განსაკუთრები. მხოლოდ ერთი მოსწავლეა – დათო გიორგაძე, რომელიც ძალიან ცელქია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ხშირად იძულებული გავმხდარვარ გაკვეთილიდან დამეთხოვა, რადგან სხვაგვარად მისი გაჩერება შეუძლებელია. ამის შესახებ წინასწარ გაფრთხილებთ, რადგან იგი ყველა პედაგოგს უქმნის პრობლემებს გაკვეთილის წარმართვაში. საქაღალდეში დევს ფსიქოლოგის დასკვნაც.

გულწრფელად მიხარია, რომ სწორედ თქვენ უნდა გაუძღვეთ საწავლო პროცესს ჩემს კლასში და ვიმედოვნებ, რომ თქვენი მუშაობა ძალიან წარმატებული იქნება.

 პატივისცემით,თამარ მაისურაძე

დოკუმენტი 2 _ ელენე დოლიძის მშობლის წერილი

ქ-ნო თამარ,

ჩემი შვილი ძალიან მორიდებულია. გაკვეთილი ყოველთვის მომზადებული აქვს, მაგრამ ხელს მაინც არ იწევს იმიტომ, რომ რცხვენია. ამაზე ძალიან ვდარდობ. იქნებ ხშირად მისცეთ ცოდნის გამომჟღავნების საშუალება, ან გოგონასთან გადასვათ. არ ვიცი თქვენ უკეთ გეცოდინებათ. ოღონდ როგორმე დაეხმარეთ ჩემს შვილს.

წინასწარ გიხდით მადლობას

პატივისცემით, ქეთევან დოლიძე

დოკუმენტი 3 _ ფსიქოლოგის დასკვნა

მოსწავლის სახელი და გვარი: დავით გიორგაძე

კლასი: მე-8

ზოგადი დახასიათება:

ინტელექტუალური თავისებურებები:

დათო გიორგაძის ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებლები ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია. მას არ უჭირს დასწავლა, თუმცა უჭირს ყურადღების კონცენტრირება. ადვილად ითვისებს მასალას, თუ მოახერხებს საკითხზე ფოკუსირებასა და მობილიზებას.

ნებელობითი საკითხები ქცევითი კომპონენტები:

დათო გიორგაძე ჰიპერაქტიური მოსწავლეა. იგი ვერ ახერხებს გაკვეთილის ბოლომდე ერთ ადგილას მშვიდად ჯდომას, იმპულსურია და ვერ ასრულებს დაწყებულ მოქმედებას/დავალებას, უჭირს ყურადღების დიდი ხნით კონცენტრირება ერთ საკითხზე. დათო ვერ ახერხებს მოქმედების დაგეგმვას, არ ფიქრობს საკუთარი ქცევის შედეგებზე. ჰიპერაქტიური და უყურადღებო ბავშვის გაკვეთილზე ქცევის მართვა განსაკუთრებული სტრატეგიების გამოყენებას საჭიროებს. ასეთი მოსწავლე, როგორც წესი, არ რეაგირებს ზოგადი ხასიათის შენიშვნებზე და საჭიროებს მკაფიო მითითებების მიცემას, მოქმედების გარედან დაგეგმვასა და მიუღებელ ქცევაზე უშუალო რეაგირებას.

 

დოკუმენტი 4 _ ირაკლი ვახტანგაძის მშობლის წერილი

-ნო თამარ,

მოგმართავთ ირაკლი ვახტანგაძის მშობელი. გავიგე, რომ ირაკლი გაკვეთილზე დისციპლინის დარღვევის გამო დასაჯეთ და შემდეგ შაბათს დაგეგმილ ექსკურსიაზე არ მიგყავთ. გასაგებია, რომ მინა ჩატეხა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თქვენი სასჯელი ზომაზე მკაცრია. ბავშვი ძალიან ნანობს და განიცდის. მართალია, ირაკლი ცოტა ცელქია, მაგრამ არ მგონია, ასეთ ზედმეტად მკაცრ მობყრობას იმსახურებდეს. მიჭირს თქვენთვის ამ წერილის მოწერა, მაგრამ შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ ბავშვს ძალიან უნდა თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიაზე, თქვენ კი დასჯილი გყავთ.

 პატივისცემით, ნინო ვახტანგაძე

მოცემულ მასალაზე დაყრდნობით თქვენ გევალებათ (1) პრობლემების განსაზღვრა და ანალიზი და (2) მათი დაძლევის გზების აღწერა და დასაბუთება.

შეასრულეთ დავალება შემდეგი მითითებების მიხედვით:

(1) პრობლემის განსაზღვრა და ანალიზი

საქაღალდეში მოცემული დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრეთ და გააანალიზეთ პრობლემები, ახსენით: (ა)თითოეული პრობლემის გამომწვევი მიზეზი და (ბ) რა შეიძლება მოჰყვეს მას შედეგად.

*პასუხების ფურცელზე არის მინიშნება, კონკრეტულად რა საკითხს ან ვის უკავშირდება პრობლემა. თქვენ გევალებათ პრობლემის არსის განსაზღვრა (რა პრობლემაა, რამ გამოიწვია, და რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად).

(2) პრობლემის დაძლევის გზების აღწერა და დასაბუთება

აღწერეთ თქვენ მიერ გამოვლენილი თითოეული პრობლემის დაძლევის გზა. დაასაბუთეთ, რა დადებითი ეფექტი ექნება პრობლემის დაძლევის თქვენ მიერ შემოთავაზებულ გზას.

*გაითვალისწინეთ უნდა აღწეროთ პედაგოგის კონკრეტული აქტივობა რომელიც მოაგვარებდა რობლემას. მოცემულ მასალაზე დაყრდნობით გაიაზრეთ პრობლემები და აღწერეთ მათი დაძლევის გზები.

*პასუხების ფურცლის შევსებისას თითოეული პრობლემა და მისი გადაჭრის გზა დაწერეთ შესაბამისი რიგითი ნომრის გასწვრივ.

(გთავაზობთ პასუხის ერთ-ერთ ნიმუშს)

ჩაწერეთ:

1. დავით გიორგაძის პრობლემა / ანალიზი

ქცევის პრობლემა, რომელიც გამოწვეულია მასწავლებლის უყურადღებობით.

დაძლევის გზა

მასწავლებელმა გაკვეთილზე ქცევის წესების შემუშავებისას დათო უნდა ჩართოს. ხშირად წაახალისოს ქცევის წესების დაცვისათვის, შეაქოს, ეცადოს დეტალურად დაგეგმოს გაკვეთილი და მთელი დრო საინტერესო, მნიშვნელოვანი დავალებებით შეავსოს. ხშირად ჩართოს დათო გაკვეთილის პროცესში, როდესაც იგი საქმით იქნება დაკავებული, მაშინ მას აღარ ეცლება წესების დასარღვევად.

2. ელენე დოლიძის პრობლემა / ანალიზი

მორიდებულობა, სიმორცხვე. რადგან მშობელმა მასწავლებელს სთხოვა, გოგონასთან გადასმა, ე. ი. ბიჭთან ზის. იქნებ იმ ბიჭის რცხვენია, ან მოსწონს. მაშასადამე გასარკვევია, რამ გამოიწვია მისი სიმორცხვე.

დაძლევის გზა

მასწავლებელი უნდა დააკვირდეს ელენეს გვერდით მჯდომის ქცევას, და თუ მართლა სიმორცხვე მისმა გვერდით მჯდომმა გამოიწვია გადასვას სხვასთან. ჩაატაროს ჯგუფური მუშაობა, ოღონდ 3-4 მოსწავლისაგან შემდგარი (რადგან მორცხვ ელენეს შეიძლება დიდი აუდიტორიის წინაშე აზრის გამოთქმა გაუჭირდეს), მისცეს ლიდერის როლი, ხშირად წაახალისოს შეაქოს.

3. ირაკლი ვახტანგაძის პრობლემა / ანალიზი

ცელქი, მოუსვენარი. შესაძლოა ამ თვისებების გამო შემთხვევით ჩაეტეხა მინა. გასარკვევია, მინა შემთხვევით გაუტყდა, თუ შეგნებულად გატეხა, რადგან იქნებ ვინმეზე გაბრაზდა, თუნდაც მასწავლებელზე. მასწავლებლის სასჯელი იქნებ სხვა დროსაც ზომაზე მეტად მკაცრია?

დაძლევის გზა

რადგან ექსკურსია შემდეგ შაბათს არის დაგეგმილი და მოსწავლე განიცდის, ნანობს, ე. ი. მოსწავლე ცელქი და მოუსვენარია, მაგრამ არა უხეში და უზრდელი. ამიტომ მან მინა უნდა ჩასვას მშობლის დახმარებით. მასწავლებელმა კი ექსკურსიაზე უნდა წაიყვანოს. სადამსჯელო ღონისძიებები მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობას ჩიხში აყენებს. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ მასწავლებელი მას პატიობს და გულში ბოღმას არ იდებს

რეკომენდაციები სიმულაციური დავალების შესასრულებლად

 სიმულაციური დავალების შესრულებისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ღია დაბოლოებიანი დავალებებისათვის მოცემული რეკომენდაციებით (იხ. გვ. 6 – 8 ).

 სიმულაციური დავალების წარმოდგენილი ნიმუში მოიცავს ოთხ დოკუმენტს, განსახილველ პრობლემათა რაოდენობა კი სამია. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ორ ან მეტ დოკუმენტში (მაგალითად, მოცემულ ნიმუშში დავით გიორგაძის პრობლემა _ დოკუმენტი 1, დოკუმენტი 3).

სასერტიფიკაციოტესტში სიმულაციური დავალება ექვსი დოკუმენტისაგან შედგება. განსახილველ პრობლემათა რაოდენობა ხუთია. პასუხების ფურცელზე არის მინიშნება, კონკრეტულად რა საკითხს ან ვის უკავშირდება პრობლემა. პედაგოგის პასუხი (თითოეული პრობლემის ანალიზი და დაძლევის გზა) ფასდება 4 ქულით. მაქსიმალური ქულით შეფასდება ნაწერი, რომელიც ადეკვატური, სრულყოფილი და არგუმენტირებულია (4 ქულა _ იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა, ადეკვატურადაა გაანალიზებული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მისი შესაძლო უარყოფითი შედეგები, შემოთავაზებულია პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები და მათი დადებითი ეფექტი. შეფასება ხდება რუბრიკებით, ღია დავალებების შეფასების ანალოგიური პრინციპით (იხ. ღია დავალების შეფასების სქემა, გვ. 9). სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტში წარმოდგენილი სიმულაციური დავალების მაქსიმალური ქულაა 20.

 

 ღია დაბოლოებიანი დავალება

P. S. ამ პასუხების მოწოდებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ბრწყინვალე ქალბატონსა და პედაგოგს ლია გოგოხიას.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing