ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა. განათლებაში ბლუმის ტაქსონომია გულისხმობს სწავლის მეთოდისა და შეფასების კლასიკურ სტრუქტურას: ცოდნას, განწყობას, ჩვევებს. ეს მოდელი სასწავლო მიზნების, სწავლისა და სწავლების შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა. პედაგოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ბენჯამენ ბლუმის (1913—1999) მიხედვით განათლების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ – მაღალი დონის აზროვნების ფორმირების ჩამოყალიბება.
ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:
კოგნიტურს (შემეცნებითს): იტელექტუალური შესაძლებლობები, ცოდნა, აზროვნეა.
აფექტურს (ემოციურს): გრძნობები, ემოციები, განწყობები.
ფსიქომოტორულს: ფიზიკური უნარები და ჩვევები.
აზროვნების დონეები – ბლუმის თეორიის მიხედვით, გამოყოფენ აზროვნების შემდეგ დონეებს: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი — აზროვნების ზედა დონეში.
უფრო მეტი → ბლუმის ტაქსონომია
.gif)


Posted in
analema.skola.dlf.ge
analemma.ge
compinfo.ge
education.ge
esida.ge
gnsf.ge
jkiknadze.blogspot.com
kvant.mirror1.mccme.ru
lemill.net
mes.gov.ge
navi.ge
PCMania.ge
sangu.ge
soft.dlf.ge
tpdc.ge
youtube.com/user/sosojemali
центр самовосстановления и развития