IMO 2010. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა

20.07.10.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საქართველოს ნაკრები გუნდი მედლებით დაბრუნდა

საქართველოს დელეგაცია

ორი ვერცხლის,  ორი ბრინჯაოს მედალი და ორი  საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010, რომელიც  ყაზახეთში  ქ. ასტანაში  2–14 ივლისს გაიმართა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან:

ლაკირბაია ლაშა (ვერცხლის მედალი) –  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის “კომაროვი” XII კლასის მოსწავლე;

ფერაძე ლაშა (ვერცხლის მედალი) –  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის “კომაროვი” – XII კლასის მოსწავლე;

ტაბიძე ცოტნე (ბრინჯაოს მედალი) –  ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;

გუმბერიძე გიგა (ბრინჯაოს მედალი) –  თბილისის 199-ე საჯარო სკოლა–პანსიონის “კომაროვი”  XI კლასის მოსწავლე;

გიგლემიანი გიორგი (საპატიო სიგელი) – თბილისის 42–ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;

ამბროლაძე ნოდარ (საპატიო სიგელი) –  ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე;

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს,   97  ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ქულათა მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს გაუსწრო როგორიცაა: ესპანეთი, ინდოეთი, ბრაზილია,  ავსტრია, ნიდერლანდები, დანია და სხვ.

გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ვერცხლის მედლის მფლობელი მიიღებს 3 000 ლარს, ბრინჯაოს მედალოსანი – 2 000 ლარს.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

2010 წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველომ დელეგაციები   სამ დისციპლინაში: ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში წარადგინა.

განათლების მინისტრმა ოლიმპიელები დააჯილდოვა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing