2010 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ფიზიკაში
This is featured post 1 title
To set your featured posts, please go to your theme options page in wp-admin. You can also disable featured posts slideshow if you don't wish to display them.
This is featured post 2 title
To set your featured posts, please go to your theme options page in wp-admin. You can also disable featured posts slideshow if you don't wish to display them.
This is featured post 3 title
To set your featured posts, please go to your theme options page in wp-admin. You can also disable featured posts slideshow if you don't wish to display them.
თვითნაკეთი მოდელები
საბაზო სკოლის საბუნებისმეტყველო და შრომის საგნების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის
1. მზის საათის მოდელი
როგორ დავამზადოთ მზის საათის ერთ-ერთი მოდელი?
თქვენ მიერ დასამზადებელ მზის საათის მოდელს აქვს სურ. 1-ზე წარმოდეგენილი სახე. (აგრეთვე, ეს სურათი იხ. :
http://www.sundials.co.uk/pix1/diptych.jpg).
პირველ რიგში გაგაცნობთ ნახაზს, რომლის მიხედვითაც უნდა დაამზადოთ მზის საათის ეს მარტივი მოდელი. ამისათვის დააკვირდი სურ. 2-ს. ეს სურათი უნდა ამობეჭდო A-4 ზომის ფურცელზე ისე, რომ ნახაზმა სრულად შეავსოს ეს ფურცელი (ამისათვის ამობეჭდვამდე ნახაზის ზომის გაზრდა დაგჭირდება). შემდეგ ნახაზიანი ფურცლი წებოს (მაგ. MAS STICK) საშუალებით დააწებე 1-2 მმ სისქის მუყაოზე. აგრეთვე საჭიროა ადგილობრივი გეოგრაფიული განედის ცოდნა (მაგ. თბილისისათვის 42 გრადუსი) და სურათზე ნაჩვენებ გრადუსებს შორის რკალებზე (ორივე მხარეს) უნდა მოინიშო ადგილობრივი გეოგრაფიული განედის შესაბამისი წერტილი, რომელიც მონაკვეთით უნდა შეაერთო პატარა წრეწირების ცენტრებთან. მაკრატლით გამოჭერი სურ. 2-ზე ნაჩვენები ნაკვთი (კვეთისას გაყევი ადგილის გეოგრაფიული განედის შესაბამის მონაკვეთს), აგრეთვე მაჯვნიდან და მარცხნიდან წყვეტილი ხაზებით ნაჩვენები პატარა მონკვეთები ჩაჭერი. ნახაზზე მინიშნებული რიცხვები აღნიშნავენ საათებს (მარცხნივ a.m. შუაღამიდან, ხოლო მარჯვნივ p.m. შუადღიდან ათვლილს). ნახაზზე საათების შესაბამისი წერტილებიდან გატარებული მონაკვეთები იკრიბებიან ორ წერტილში. ნემსით ამ წერტილებში გააკეთე პატარა ხვრელები. ამის შემდეგ მიღებულ ნაკვთს მიეცი ისეთი ფორმა, როგორც ნაჩვენებია სურ. 1-ზე და ნემსით გაკეთებულ ხვრელებში გაჭიმულ მდგომასეობაში გაუყარე წვრილი მავთული. სურ. 2-ზე აგრეთვე პატარა ისრით ნაჩვენებია ჩრდილოეთის მიმართულება N. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დამზადებული მზის საათის მოდელი კომპასის გამოყენებით ისე უნდა დააყენო, რომ ნახაზზე ნაჩვენები ისარი ემთხვეოდეს კომპასის ისრის ჩრდილოეთის მიმართულებას. ამის შემდეგ მზიან დღეს მავთულის ჩრდილი გიჩვენებს ადგილობრივ დროს.
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივითა და მომზადებით გამოიცა სახელმძღვანელო ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”. ისტ-ს სახელმძღვანელო წარმოადგენს შესაბამის საგანში მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამას და შედგება 4 მოდულისაგან.
გამოწვევები 2010-2011 წლებში
12.01.10
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010 –2011 წლებში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და იმ სიახლეებზე ესაუბრა რაც 2010-2011 წლებში ამ სისტემაში განხორციელდება.
პროექტები
http://analema.skola.dlf.ge/proeqtebi.html/
http://jkiknadze.blogspot.com/
http://eqsperiment.skola.dlf.ge/
ნიუტონის აკვანი
იმპულსის მუდმივობის კანონის სადემონსტრაცი ხელსაწყო
საკერავი მანქანის მუშაობის პრინციპი

- ჰილბერტის მრუდი
ჰილბერტის მრუდის აგების გზაზე პირველი 8 ნაბიჯი
http://en.wikipedia.org/wiki/Fractal_geometry
მორიც კორნელის ესხერი
ინტენფერენცია
ინტენფერენცია
ვიდეორგოლში ანიმაციის გამოყენებით ნაჩვენებია მექანიკური და სინათლის ტალღების ინტენფერენციის მოვლენა
სამყაროს ფარული განზომილებები
სენსაცია
გამომცემლობა “ინტელექტმა” 2003 წელს გამოსცა გივი ნიკობაძის ბროშურა სამყაროს ფარული განზომილებები. ანოტაციაში ავტორი წერს:
ახალგაზრდა ფიზიკოსის გია დავალისა და მისი ამერიკელი კოლეგების ნაშრომი XXI საუკუნის მეცნიერულ სენსაციად იქცა. რეზონანსი იმდენად დიდია, რომ დაინტერესებულია არა მარტო სპეციალისტები, არამედ ფართო საზოგადოებაც. მაინც რამდენ განზომილებიანია ჩვენი სამყარო?
http://en.wikipedia.org/wiki/Large_extra_dimension
მოკლედ განვიხილავთ ამ საკითხს აღნიშნული ბროშურის მიხედვით:
უკანასკნელი რმდენიმე წლის განმავლობაში თანამედროვე ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტური დარგი, მაღალი ენერგიების ანუ ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკა ვითარდება იმ იდეების უდიდესი გავლენით, რომელიც გამოითქვა 1998 წლის ივნისში ჟურნალ physics Letters-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სამი ავტორის: ნიმა არკანი-ჰამედის, სავას დიმოპულოსოსისა და გია (გიორგი) დვალის მიერ (მათ მოიხსენიებენ ADD აბრევიატურით-გვარების პირველი ასოების მიხედვით, რომელიც ფართოდაა მიღებული).
დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება
ხელსაწყოები და მასალები: 1. პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილი, ცარიელი Ø 10 მმ (გარე)
2. ერთჯერადი სამედიცინო შპრიცი 20 მლ
3. პლასტმასის ნასვრეტებიანი სფერო (პინგ-პონგის ბურთი) შპრიცზე
დასამაგრებლით
4. პლასტიკატის სადგამი ღარითა და ქაღალდის ზოლის დასამაგრებელი თაროთი ან
პლასტმასის სამასშტაბო სახაზავი
5. კლიპსი (დამჭერი) 40 მმ
6. კლიპსი (დამჭერი) 15 მმ
7. ქაღალდზე გადაკრული სტანიოლის ან ალუმინის ფოლგის მილი Ø 11-12 მმ (შიგა)
8. პოლიპროპილენის, გამჭვირვალე, ელასტიკური მილი საცობებით, შეფერილი სითხითა და ჰაერის ბუშტით Ø 10 მმ (გარე)
ფრანკლინის ბორბალი
ხელსაწყოები და მასალები:
1. ლითონის ფურცლისაგან გამოჭრილი ჯვრის ფორმის, წამახვილებულ ბოლოებიანი ფირფიტა
2. იზოლატორ სადგამზე ვერტიკალურად დამაგრებული ნემსი
3. გამტარი (მავთული)
4. ელექტროფორული მანქანა
მაგნიტური ველი
მაგნიტური ურთიერთქმედება
ვიდეორგოლში ნაჩვენებია: მუდმივი მაგნიტების მიერ შექმნილი პოლუსები და მაგნიური ველი, მაგნიტური პოლუსების ურთიერთქმედება. დენინი კოჭას მაგნიტური ველი და მისი მოქმედება მაგნიტურ ისარზე. რკინის გულარით დენიანი კოჭას მაგნიტური ველის გაძლერება. თავისუფლად დაკიდებული დენიანი კოჭას მოქმედება მუდმივ მაგნიტზე.
პინგ-პონგის ბურთის ლივლივი ჰაერში
ბერნულის კანონი
სადემონსტრაციო მაგიდაზე ვაწყობთ დანადგარს: ელექტროდენზე მომუშავე ჰაერდამბერის, რეოსტატის, ჩამრთველის, მიმყვანი სადენების გამოყენებით და დანადგარს ვრთავთ 220 ვ ძაბვის ქსელში. ძრავის ბრუნთა რიცხვს და შესაბამისად ჰაერის ნაკადის სიძლავრეს ვცვლით რეოსტატის დახმარებით წრედში დენის ძალის ცვლილებით. პლასტმასის პინგ-პონგის ბურთს ვათავსებთ ჰაერის ნაკადში ისე, როგორც ნაჩვენებია ვიდეორგოლში. ბურთი ჰაერში იწყებს ლივლივს. თანდათანობით ვამცირებთ რეოსტატის წინაღობას, ამით ვზრდით წრედში დენის ძალას, შესაბამისად იზრდება ჰაერის ნაკადის სიმძლავრე და ჰაერის დინამიკური წნევა. ამიტომ ბუთი თანდათან მაღლა იწევს.
უმარტივესი ელექტროძრავა 2
ფარადეის უნიპოლარული (ერთპოლუსიანი) ძრავა
მისი მთავარი ნაწილია ცილინდრული დენგამტარი (ან დაფარული დენგამტარი ფენით) მაგნიტი (აქ ნაჩვენებ ვიდეორგოლში გამოყენებულია ( неодимовые магниты-ნიობიმური მაგნიტი).
უმარტივესი ელექტროძრავა 1
ფარადეის უნიპოლარული (ერთპოლუსიანი) ძრავა
მისი მთავარი ნაწილია ცილინდრული დენგამტარი (ან დაფარული დენგამტარი ფენით) მაგნიტი (აქ ნაჩვენებ ვიდეორგოლში გამოყენებულია ( неодимовые магниты-ნიობიმური მაგნიტი).
ინერტულობა და ინერცია
ინერცია. ნიუტონის პირველი კანონი
სადემონსტრაციო მაგიდაზე უმარტივესი სხეულებით მოსწავლე აწყობს დანადგარს ისე, როგორც ნაჩვენებია ვიდეორგოლში. შემდეგ ლითონის ქილას სწრაფი დარტყმით აგდებს გვერდზე, რის გამოც ჩოგბურთის ბურთს საყრდენი სწრაფად გამოეცლება და იგი ბურთზე ზემოქმედების გადაცემას ვერ ასწრებს, ინერტულობის გამო კი ბურთი ცდილობს შეინარჩუნოს უძრაობის მდგომარეობა, მაგრამ დედამიწის მიზიდულობის გამო ვარდება ვერტიკალურად წყლიან ჭურჭელში. ეს ეფექტური ცდა ნიუტონის პირველი კანონის ერთ-ერთი, საუკეთესო დადასტურებაა!
.gif)





analema.skola.dlf.ge
analemma.ge
compinfo.ge
education.ge
esida.ge
gnsf.ge
jkiknadze.blogspot.com
kvant.mirror1.mccme.ru
lemill.net
mes.gov.ge
navi.ge
PCMania.ge
sangu.ge
soft.dlf.ge
tpdc.ge
youtube.com/user/sosojemali
центр самовосстановления и развития